მიმდინარე წლის 24-27 იანვარს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი და სამუზეუმო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი იმყოფებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში.
შეხვედრა გაიმართა გდანსკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში აღმოჩენილი (ახ.წ. I-II საუკუნეებით დათარიღებული) მოზაიკიანი აბანოს კონსერვაციისა და მუზეუმის პროექტები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ დიპლომები და სამახსოვო სუვენირები.
ვარშავის უნვერსიტეტში, სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა და ვარშავის უნივერსიტეტის პრორექტორმა მაჩეი დუშჩიკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ეხება ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,, Limes Congress 26 “ ორგანიზებას. (კონფერენციის შინაარსი: რომაული საფორტიფიკაციო სისტემების კვლევა და უახლეს არქეოლოგიურ აღმოჩენები: http://limes2018.org).