ვაგრძელებთ პროგრამას ,,შეეხე ისტორიას ხელებით”
ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს!
სწორედ აღნიშნული პრიორიტეტული მიმართულების განმტკიცებას ემსახურება საგანმანათლებლო გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის!
შემეცნებითი აქტივობებით აღსავსე საგანმანთლებლო გაკვეთილი არაფორმალურ და ინტერაქციულ გარემოში - გონიოს ციხის ტერიტორიაზე სკოლა ,, გორდას" მე - 6 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა და მას
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.