ბსუ-ის ისტორიის სპეციალობის II კურსის სტუდენტებმა სასწავლო კურსის ,,საველე არქეოლოგიური პრაქტიკის’’ ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე წარმოებულ არქეოლოგიური ექსპედიციის მუშაობაში. გარდა ამისა მოინახულეს პეტრა-ციხისძირისა და ქობულეთ-ფიჭვნარში მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები (პრაქტიკის ხელმძღვანელები: მერაბ ხალვაში, კახაბერ ქამადაძე). პრაქტიკის ფარგლებში მათი ჩართულობით მოხდა არქეოლოგიური გათხრების წარმოება, დღიურის შედგენა, მასალის ფოტოფიქსაცია, მოპოვებული მასალების კამერალური დამუშავება და პასპორტიზაცია. არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. საველე სამუშაოები სექტემბრის თვეში გაგრძელდება.