აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიო-კვლევით ცენტრში, 2022 წელს აჭარაში წარმოებული საველე არქეოლოგიური
კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია გაიმართა!
აღნიშნულ სამეცნიერო სესიაზე მოხსენებები სპეციალისტების, სტუდენტებისა და ზოგადად არქეოლოგიის თემატკით დაინტერესებული პირებისათვის ექსპედიციების ხელმძღვანელებმა და ექსპედიციის მონაწილე მეცნიერ-თანამშრომლები წარმოადგინეს.
2022 წელს საველე არქეოლოგიური სამუშაოები სხვადასხვა პერიოდის ძეგლებზე აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში განხორციელდა. სესიაზე წარმოდგენილი მოხსენებებიც თემატურად მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა პერიოდს ქვის ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. კერძოდ, მოხსენებები წარმოდგენილი იყო სოფ. ქობულეთის, ფიჭვნარის, გონიო-აფსაროსის, პეტრა-ციხისძირის, მაჭახლის ხეობის, სოფლების ქედქედის, ნამონასტრევის, დარჩიძეების და ვაშლოვანის ტერიტორიებზე წარმოებული გათხრების შესახებ.
სამეცნიერო სესიაში მონაწილეობდა ღვაწლმოსილი არქეოლოგი, ემერიტუს პროფესორი, არაერთი საერთშორისო მნიშვნელობის ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი, სსიპ აჭარის მუზეუმის დირექტორის მრჩეველი ამირან კახიძე.
სააგენტოდან ყოველწლიურად არქეოლოგიური ექსპედიციების განხორციელებისთვის 110 000 ლარია გამოყოფილი!