აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში გონიოს სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო მასტერკლასი „საუბრები კულტურულ მემკვიდრეობაზე“. გაკვეთილის ფარგლებში “Social Impact Hub”-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს მატერიალურ და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. შეხვედრის მიზანია მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ცნობიერების ამაღლება.