გონიოს ციხის ტერიტორიაზე განახლდა საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“, რომლის ფარგლებშიც დღეს, კავკასიის ბიზნეს სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისთვის (პედაგოგი- ლელა ხილაძე) ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი ,,ძველი რომის იმპერიის ისტორიისა და რომაელების ყოფა-ცხოვრების შესახებ.
ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდგომ მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და შემეცნებითი აქტივობა.
გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.