აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სარესტავრაციო ლაბორატორიაში გაიწმინდა, დაზიანებები აღმოიფხვრა, ფერები აღდგა და კონსერვაცია ჩაუტარდა აჭარის მუზეუმის რამდენიმე ხატს.
ხატები რელიეფურია, დამზადებულია თაბაშირის საფუძველზე, ზომით თანაბარია (108- 82 სმ.) და შინაარსობრივად იესო ქრისტეს ჯვარცმის პროცესს ასახავს. ხატები კათოლიკური ხასიათისაა. აქვს ქართულენოვანი წარწერები: „იესოს მესამედ დაცემა ჯვრის ქვეშ.“, „იესოს მიმსჭვალვა ჯვარზედ“.
საკონსერვაციო სამუშაოები განახორციელა მხატვარ-რესტავრატორმა გიორგი ბოლქვაძემ