საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პეტრას ციხეზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით 2015-17 წლებში პეტრას ციხის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ კედელს, აღმოსავლეთ კედელს და დერეფნის უბანს.
2017 წელს სააგენტოს მიერ შესყიდული იქნა კონკურსის საფუძველზე პეტრას ციხის ინფრასტრუქტურით მოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გასულ წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები.
გასულ წელს ტენდერი გამოცხადდა სამუშაოების სრულად განხორციელებაზე, რაც ითვალისწინებს ციხის ტერიტორიაზე ადაპტირებული ბილიკების, ვიზიტორთა ცენტრის, საექსპოზიციო ნაგებობებისა და ავტოსადგომის მოწყობას. სამუშაოები დასრულდება 2020 წელს.
პროექტის დასრულების შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი -პეტრა საერთაშორისო სტანდარტის ტურისტული ობიექტი იქნება.