დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ მირზა ცეცხლაძემ ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მერებთან და მერიის კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას; კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება; ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ,,ზონალური საბჭოს’’ ჩართულობის უზრუნველყოფა;
ასევე შესაბამის სამსახურებს გადაეცათ სააგენტოში დაცული და დამუშავებული საინფორმაციო ბაზა, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს.