2018 წლის, 18-19 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მშვილდოსნობის ფედერაციის ჩართულობით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მშვილდოსანთა ტურნირი ჩატარდა.
,,გონიოს თასი 2018’’ მოსაპოვებლად შეჯიბრი მოეწყო როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა კატეგორიაში.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ,,გონიოს თასებით’’, სიგელებითა და მედლებით.
გონიოს ციხეში გამართულ სამშვილდოსნო ტურნირს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ;
მსგავსი ტურნირის ჩატარების მიზანია, როგორც მუზეუმის პოპულარიზაცია აგრეთვე აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარების ხელშეწყობა.