აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, სკოლის მოსწავლეებისათვის აგრძელებს შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას - შეეხე ისტორიას ხელებით.
პროგრამა განკუთვნილია IV -VIII კლასის მოსწავლეთათვის;
მაქსიმალური რაოდენობა: 15 მოსწავლე;
ხანგრძლივობა: 1:40 წთ;
პერიოდი/ თვე: თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი;
ჩატარების ადგილი: გონიოს კვლევითი ცენტრი;
მიზანი:
პროგრამის დეტალური აღწერილობა:
გონიოს კვლევითი ცენტრის სამუშაო სივრცეში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ 15 წუთიანი პრეზენტაცია გონიოს ციხის ისტორიიდან. შემდეგ, ისინი საკუთარი ხელით შექმნიან თემატურ ნამუშევრებს (გრაფიკულ, ფერწერულ ნახატებს, პანოებს, მოხატავენ კერამიკულ ჭურჭელსა და ქვებს, დაამზადებენ სამკაულებს). მოინახულებენ გონიო-აფსაროსის ციხეს, ეწვევიან მუზეუმს;
1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს მოეწყობა მათი ნამუშვრების გამოფენა.
შედეგი:
პროგრამა დაეხმარება მოსწავლე-ახალგაზრდებს საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში და სამომავლო პროფესიის არჩევაში.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს- მარინე ითონიშვილს (ტელ- 577299967)