• EN
  • ge
  • საგანმანათლებლო პროექტი - 17 თებერვალი, 2023

     

    დღეს, სკოლა ,,ევრო 2000’’ ის მე-7გ კლასის მოსწავლეები (პედაგოგი-სულხან ოქროპირიძე) საგანმანათლებლო პროგრამაში ,,შეეხე ისტორიას ხელებით’’ ჩართვის სურვილით გონიო-აფსაროსის მუზეუმს ეწვივნენ.

    გაკვეთილის თემად ,,რომაული საბრძოლო იარაღები’’ შეარჩიეს, რომლის ფარგლებშიც მოისმინეს ინფორმაცია რომაული არმიის - ლეგიონის შემადგენლობაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, ლეგიონის ძირითად და დამხმარე იარაღების სახეებზე.

    გაეცნენ ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას. ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის გასართობ - შემეცნებითი აქტივობებში.

    გაკვეთილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ - თანამშრომელი, კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.