პროგრამა გათვლილია : სკოლის V-VI-VII-VIII კლასის მოსწავლეებზე და გრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.
პროგრამის მონაწილე მოსწავლეები ჯერ თეორიულად სლაიდების მეშვეობით ეცნობიან: კაცობრიობის ისტორიის სათავეებს, პირველყოფილი ადამიანების ყოფას და გამოქვაბულის მხატვრობას, გონიოს ციხის დაარსების მოკლე ისტორიას, მითს არგონავტების შესახებ, რომაელი ლეგიონერების ყოფა ცხოვრებას, მათ საბრძოლო იარაღებსა და მისი გამოყენების ტექნიკას. შემეცნებითი თამაშებისა და კითხვარების საშუალებით ეცნობიან გონიოს ციხის მუზეუმში დაცულ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნივთებს. ცდილობენ თიხის გამოყენებით ასლების დამზადებას და მათი დანიშნულების ახსნას.
ისმენენ მოკლე ექსკურსს, მოზაიკის ხელოვნებაზე, კერძოდ: ბერძნულ-რომაულ და საქართველოში აღმოჩენილ მოზაიკის ნიმუშებზე და შემდეგ, ზღვის კენჭების დახმარებით ამზადებენ მათ ასლებს;
მოსწავლეებისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის საბავშვო არქეოლოგიურ ველზე ეწყობა იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები. ამით მათ საშუალება ეძლევათ შეეხონ ისტორიას ხელებით.