• EN
  • ge
  • საგანმანათლებლო პროექტი- შეეხე ისტორიას ხელებით - 26 მარტი, 2025

    რომაული საბრძოლო იარაღები-აღნიშნულ თემაზე სკოლა ნერგების მე-5 კლასის  (პედაგოგი-მარიკა გამახარია) და აჭყვას საჯარო სკოლის მე-7  კლასის მოსწავლეებისათვის (პედაგოგი - ია გორგაძე) ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია რომაული არმიის-ლეგიონის შემადგენლობაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, ლეგიონის ძირითად და დამხმარე იარაღების სახეებზე. გაეცნენ ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას. 

    მოსწავლეებმა დაათვალიერეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ბაზაზე არსებული  სამეცნიერო კვლევითი ცენტრი,  სადაც ხორციელდება არქეოლოგიური არტეფაქტების კამერარული და ლაბორატორიული დამუშავება (ნივთების გაწმენდა, კონსერვაცია, აღწერა-დახასიათება, ფონდებში განთავსება, პასპორტიზაცია და ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია).  

    გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი,  კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.