აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისთვის აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს შეეხე ისტორიას ხელებით
დღევანდელი შეხვედრის თემას დასვენება და გართობა ძველ რომში წარმოადგენდა.
გონიოს ციხის ტერიტორიაზე აღნიშნულ თემაზე ამჯერად ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-5 გ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები (კლასის ხელმძღვანელი მარიამ სისაური).
პრეზენტაცია აერთიანებდა პოპულარული და მასშტაბური
რომაული თამაშობების განხილვას და მათი საინტერესო მხარეების წარმოჩენას.
გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.