,,რომაული საბრძოლო იარაღები’’-აღნიშნულ თემაზე ბათუმის ,,მეგა სკოლის’’ მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის (პედაგოგი-თათული მოწყობილი) ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია რომაული არმიის-ლეგიონის შემადგენლობაზე, სამხედრო ტაქტიკაზე, ლეგიონის ძირითად და დამხმარე იარაღების სახეებზე. გაეცნენ ფარების (სკუტუმი), ხმლებისა (გლადიუსი) და შუბების (პილუმი) მნიშვნელობას.
გაკვეთილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ - თანამშრომელი, კახაბერ ქამადაძე უძღვებოდა.