• EN
  • ge
  • საბავშვო არქეოლოგია - 7 ივნისი, 2023
    დღეს, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ქ. ბათუმის სკოლა ,,მონპარნასის" მე-7 კლასის მოსწავლეები (პედაგოგი მეგი სურმანიძე) რამდენიმე საათით არქეოლოგები გახდნენ.
     
     
    მოსწავლეებმა მოისმინეს საუბრები არქეოლოგიის შესახებ. მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში და გამოსცადეს ის გრძნობა რაც ექსპედიციის მონაწილეებს საინტერესო აღმოჩენის დროს ეუფლებათ.
     
    გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.