„იყო და არა იყო რა... იყო ერთი ბოროტი ჯადოქარი, რომელმაც ბავშვებისკენ მომავალი თოვლის ბაბუა გონიოს კოშკში გამოამწყვდია...“
თოვლის ბაბუის გასათავისუფლებლად გონიოს ციხეში მოწვეულ ბავშვებს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ.
ბავშვებმა მოისმინენ ჯადოქარ-ქარგულას საინტერესო თქმულებებისა და საახალწლო ტრადიციების შესახებ.
ღონისძიების მიზანი მოზარდებში ცნობიერების ამაღლება და მუზეუმებისადმი ინტერესის გაღვივებაა.
ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.