მიმდინარე წლის 17-21 დეკემბერს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ზაურ ახვლედიანი და სამუზეუმო განყოფილების უფროსი ლაშა ასლანიშვილი იმყოფებოდნენ იტალიაში კერძოდ: ქალაქ ვერონაში.
სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა და ჯეიმს ჯონ ფრაზერის ანთროპოლოგიური კვლევის ასოციაციის პრეზიდენტმა ალესანდრო ნორსამ (Frazer Association for Anthropological Research) ხელი მოაწერეს შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, რაც ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ საკითხებზე კონსულტაციების გაწევას; კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობის უზრუნველყოფას; მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევას და პოპულარიზაციას; ერთობლივი სემინარების ორგანიზებას (არქეოლოგია, არქიტექტურა, რესტავრაცია, სამუზეუმო საქმიანობა, კულტურული ანთროპოლოგია, ეთნოლოგია და სხვ.) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების (გონიო-აფსაროსი, პეტრას ციხე) განვითარების კონცეფციაზე ერთობლივი დოკუმენტაციის მომზადებას.
ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა შეხვედრები და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით.