დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს ახალი დირექტორი, ზაურ ახვლედიანი წარუდგინა.
ზაურ ახვლედიანი 2017 წლიდან დღემდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსად მუშაობდა;
2014-2016 წწ. - ქ.ბათუმის საკრებულოს წევრი;
2013-2016 წწ. - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;
2011-2012 წწ. - საზღვაო დაცვის ოფიცერი;
2004-2009 წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი;
2002-2004 წწ. - ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ეკონომიკური სამართლის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე;