11 იანვარს პეტრას ციხეზე, ღია ცის ქვეშ, არაფორმალურ გარემოში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა!
ჩატარდა 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია, წარმოდგენილ იყო არქეულოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები. მოეწყო თემატური კუთხეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიების განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ "ლას ვეგას" სამეჯლისო ცეკვების შოუ, მოესმინათ ყველასათვის
საყვარელი მელოდიები ნონა დიასამიძის, ირაკლი ჯანაშიას და ვაჟა ტუღუშის შესრულებით!