მიმდინარე წლის 1-7 აპრილს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაურ ახვლედიანი, ამავე სააგენტოს წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაციკაძე იმყოფებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კერძოდ: ქალაქ პეკინში, ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს სახელობის მუზეუმის გახსნისათვის სარესტავრაციო-საპროექტო საკითხების გაცვლის მიზნით.
ოფიციალური შეხვედრები გაიმართა შპს-ტაიანიას კულტურული ინდუსტრიის ჯგუფთა კორპორაციის წარმომადგენლებთან, საქართველოს ელჩთან ბატონ პაატა კალანდაძესთან და პეკინის უნივერსიტეტის პროფესორ, საქართველოში ჩაის კულტურის დამაარსებლის შვილიშვილთან ბატონ დევიდ ლიუსთან, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს სააგენტოსთან ერთად დაბა ჩაქვში, ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის განვითარებაში წვლილის შეტანაზე, მუზეუმში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და სამუშაოების პროცესში მათი სპეციალისტების ჩართულობაზე.