აჭარის ა/რ მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აგრძელებს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურულ მოწყობას. სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა რომაული ბანაკის პროექტი, რომლის მიხედვითაც მოხდება რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობა და საბრძოლო და საინჟინრო ინვენტარის შეძენა. (ანგარი, ნიველირი, ამწე, რომაული სამეურნეო ნივთების ანალოგები)
პირველ ეტაპზე შესყიდულ იქნა რომაული საბრძოლო ეტლი.გამოცხადებულია ტენდერი ანგარის, ამფითეატრისა და კარვების მოწყობის სამუშაოებზე.
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მეუღლესთან და შვილთან ერთად გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს ეწვია და ,,რომაული სამხედრო ბანაკის მოწყობის" პროექტს გაეცნო. ასევე დაათვალიერა ის აღმოჩენები, რომელიც ციხის ტერიტორიაზე ბოლო არქეოლოგიური კვლევებით გამოვლინდა.