• EN
  • ge
  • რომაული ფესტივალი - 12 სექტემბერი, 2024

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიოს ციხეში ტრადიციულად რომაული ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანია იმ რომაული ეპოქის გაცოცხლება, რაც საუკუნეების წინ ციხის ტერიტორიაზე ხდებოდა. 

    ფესტივალზე I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება განასახიერეს. მაყურებელმა იხილა ანტიკური თეატრალურ-ქორეოგრაფიული სპექტაკლი, გლადიატორთა ორთაბრძოლა, რომაული ცეკვები,  ანტიკური ფრესკები,რომაული სამოსი, რომაული სამზარეულო.

    ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო და გონიოს ისტორიულმა ციხემ უამრავ ადგილობრივსა და ვიზიტორს უმასპინძლა.