აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე წლის 2-3 სექტემბერს, გონიოს ციხეში ჩატარდა ტრადიციული კოსტუმირებული სანახაობა - „რომაული ფესტივალი 2023“.
ციხის ტერიტორიაზე გაცოცხლდა I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ ანტიკური თეატრალური ეტიუდები, გლადიატორთა ორთაბრძოლები,ბარბაროსების სამხედრო ბანაკი,თოჯინების ინტერაქციული თეატრი, რომაული ცეკვები, გაცოცხლებული ანტიკური ნახატები და ქანდაკებები, ცეცხლოვანი შოუ, სპორტული შეჯიბრებები, და სხვა. ნაჩვენები იყო ქორეოგრაფიული სპექტაკლი „ლეგენდა არგონავტებზე“ .
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ასევე მონაწილეობა მიეღოთ საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასებში, რომაულ თამაშებში და სხვა აქტივობებში.
ღონისძიების მიზანია იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.