აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში გერმანელი ფერმწერის, კარლ რიჰარდ ზომერის ნამუშევრის - ,,სოფელი მთაში-ყაზბეგი“ რესტავრაცია განხორციელდა.
რესტავრაციის პროცესში მოხდა დაზიანებული ქსოვილის აღდგენა. ფერწერული ფენის გამაგრება-გაწმენდა და რეტუში. გამოიცვალა ქვეჩარჩო. საბოლოოდ ტილო დაიფარა სპეციალური ლაქის დამცავი ფენით.
რიჰარდ ზომერი 1912-1937 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. ძირითადად ქმნიდა ეთნოგრაფიული ხასიათის ნამუშევრებს, პორტრეტებს, პეიზაჟებს. (,,ძველი თბილისი’’, ,,სვანი ქალი’’, ,,გურული ტიპები’’, ,,გრემი’’)
ფერწერული ტილო დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში.