საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 11 თებერვლის N02/9 ბრძანების საფუძველზე ქობულეთის სოფელ ციხისძირში მდებარე ყოფილი სკოლის შენობას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. არქიტექტურა მოდერნის სტილშია გადაწყვეტილი და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს წარმოადგენს