• EN
  • ge
  • ქობულეთის სოფელ ჩაისუბანში მდებარე რკინის სადნობს ძეგლის სტატუსი მიენიჭა - 6 დეკემბერი, 2019

    სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის შესახებ (ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო) სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 ნოემბრის №02/89 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

     

    ჩაქვის ტერიტორიის სანაპირო ზოლზე გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოვლინდა მაგნეტიტური ქვიშების მოპოვებასთან დაკავშირებული დიუნური სადგომები. ამ აღმოჩენამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ამ დიუნური სადგომების სიახლოვეს ჩაქვისწყლის ხეობაში უნდა ყოფილიყო რკინის სახელოსნოები. 2000 წელს განხორციელებული არქეოლოგიურ სამუშაოების შედეგად ეს ვარაუდი დაადასტურა. ჩქვისწყლის ხეობაში დადასტურებული რკინის სადნობი სახელოსნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროდან 3,5-4 კმ-ის დაშორებით, მდინარე ზღვიწყლიპირის მარცხენა მხარეს.  ნახევარსფერული ფორმა აქვს. მთლიანობაში ქურა თიხნარ გრუნტშია ჩაჭრილ-ჩაშენებული. მის ირგვლივ კედელი კი მაღალი ტემპერატურის გამო, 10-15 სმ. სისქეზე წითლადაა გამომწვარი. ქურების მახლობლად გამართული ყოფილა ბრტყელი ქვებითა და საშუალო სისქის კერამიკის ფრაგმენტებით მოზაიკურად მოკირწყლული ,,საჟეპელა’’. როგორც წესი „საჟეპელა“ ქურის სიახლოვეს იმართებოდა და მასზე ახდენდნენ ქურიდან ამოღებული რკინის დამუშავებას, დნობის პროცესში მიტმასნილი სხვადასხვა მინარევებისაგან გაწმენდას.   ,,ჩაისუბნის რკინის სადნობი სახელოსნო“ ძვ.წ. X-VIII საუკუნეების ძეგლია.