ძენწმანის ჯამე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. იგი XIX საუკუნით თარიღდება და თითქმის სრულად ინარჩუნებს ავთენტურობას და წარმოადგენს ქართული საკულტო არქიტექტურის მხატვრულ ნიმუშს. პროექტით გათვალისწინებულია ცოკოლის სართულის კედლების აღდგენა ტრადიციული ქვის წყობით, მოეწყობა სადრენაჟო სისტემა და ჰიდროიზოლაცია. დაზიანებული ხის მასალები აღდგება და დამუშავდება სპეციალური ხსნარით. არსებული ორნამენტული დეკორები აღდგება არსებული ნიმუშების მიხედვით.
ზვარეს ჯამე ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი მე -19 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენს. შენობა ორსართულიანია და ქვის ცოკოლზე დაშენებულ ტრადიციულ ლაზური სახლის ხუროთმოძღვრულ სახესხვაობას წარმოადგენს.
ასეთი მეჩეთების მშენებლობა ძირითადად აჭარელი და ლაზი ოსტატების ხელით ხდებოდა ჩვენს რეგიონში და თავისი მხატვრული ორნამენტებით და გაფორმებით წარმოადგენენ ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. მათზე შეხვდებით სიცოცხლის ხის მოტივებს, ბორჯღალოს, ვაზის ორნამენტებს, რომლებიც უნიკალურია და ჩვენთვის მეტად საყურადღებო ნიმუშებს წარმოადგენენ.
აღნიშნული ჯამეები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მრავალი მხატვრული ღირებულების მატარებელია და ამდენად მათი რეაბილიტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია.
პროექტი ორ წლიანია და მისი ბიუჯეტი ბიუჯეტი 650 000 ლარია;