აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, ვახტანგ გორგასალის ქ. N24 ში მდებარე XX ს-ის დასაწყისში აგებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნული ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი სააგენტომ 2017 წელს შეიძინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს იბექსმა’’ (ბიუჯეტი- 337 000 ლარი) შენობა პირვანდელი სახით აღდგა და შეუნარჩუნდა ყველა ავთენტური დეტალი.