აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქ. ბათუმს ვარშავის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ალოიზ ნოვაკი, ვარშავის უნივერსიტეტის პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი, კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის დირექტორი იაცეკ ჰამბურგი და თბილისის პოლონური ინსტიტუტის დირექტორი ლეხ კონჩაკი ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან. შეხვედრაზე განიხილეს ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ქ.ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. ასევე განიხილეს ბათუმში, საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის (‘’Limes Congress 2024’’) ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რეგიონის ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდისა და ხელშეწყობის მიზნით განხორციელდეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი, გონიო-აფსაროსის ციხე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი და დაათვალიერეს.