• EN
  • ge
  • პროექტის ,,პეტრას განძი" პრეზენტაცია - 30 სექტემბერი, 2023

    პროექტის ,,პეტრას განძი" პრეზენტაცია

    თამაში “პეტრას განძი” წარმოადგენს პეტრას ციხე-სიმაგრის ისტორიაზე ადაპტირებულ კორპორატიულ თიმბილდინგს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიები. ეს იქნება დაუვიწარი სანახაობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პოპულარიზაციას მასშტაბურ სახეს მისცემს MICE (საქმიანი) ტურიზმის საშუალებით. ეს უნივერსალური, ტურისტული პროდუქტი სპეციალურად შევქმენით ქართული კომპანიებისთვის. ის შეფუთულია ცნობილი თამაშის - “ფორტ ბოიარდის” ფორმატსა და ლეგენდარული სათავგადასავლო ჟანრის - “ინდიანა ჯონსის” ქარიზმატულობის ნიუანსებით, ხოლო პროექტის შიგთავსს (ბირთვსს) ექსკლუზიურობას სძენს პეტრას ციხე-სიმაგრის ისტორიული კომპლექსის რეალური ისტორია, არქეოლოგია და მასზე მორგებული სპეციალური სცენარი.

    კონტენტი:

    ეს არ არის მხოლოდ თამაში. თიმბილდინგის ისიტორიაში პირველად ხდება, როცა თამაშის მონაწილეები რეალური კვლევის და არქეოლოგიური სენსაციის თანამონაწილეები ხდებიან: ბიზანტიელების მიერ აგებულ პეტრას ციხე-სიმაგრეზე, იქ სადაც დღეს არქეოლოგიური კომპლექსია, სახელგანთქმული არქეოლოგი - დოქტორი ჯონსი ჩამოდის იმისთვის, რომ გასული საუკუნის 10-იან წლებში შავი არქეოლოგიის წყალობით ბათუმიდან პეტერბურგში წაღებული და ერმიტაჟის საცავებში გამოკეტილი ციხისძირის განძის ისტორია გამოიკვლიოს და ქართველი მეცნიერებისთვის და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.

    კონცეფცია:

    პროეტქის კონცეფცია კომპლექსურია და ერთდროულად მოიცავს კორპორატიული თიმბილდინგის მექანიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მეტად ეფექტურ კომბინაციას, რაც პრინციპში ხელს უწყობს ქართული კომპანიების განვითარება-გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდის ტრენდულობის დამკვიდრებას. ამასთანავე ტექნიკურად თავისი მრავალშრიანი სტრუქტურით ეს პროდუქტი მასშტაბური და კომპლექსურია და სამი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი მოიცავს ონლაინ-თამაშსს კომპანიებისთვის, რომლისთვისაც შევქმენით სპეციალური ონლაინ-თამაშის პლატფორმა. მე-2-ეტაპი უშუალოდ მთავარ ლოკაციაზე - პეტრას ისტორიულ-არქეოლოგიულ კომპლექსზე გრძელდება და მასში მონაწილეობენ პირველ ეტაპში გამარჯვებული გუნდები სხვადასხვა კომპანიებიდან და სამდღიანია. საბოლოო - დასკვნითი ეტაპი წლის ბოლოს გაიმართება და მასში გამარჯვებული გუნდები - ანუ “პეტრას რჩეულები” მიიღებენ მონაწილეობას სამაგიდო თამაშსა და გრანდიოზულ გალა მიღებაზე.~

    პროექტი „პეტრას განძი“ - ჩვენი კომპანიის გამოწვევა:

    ჩვენი კომპანიის “კალიფსო თრეველის” მრავალწლიანი გამოცდილებისა და MICE ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, მივედით იმ ზღვრამდე, როცა თავად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ექსკლუზიური პროდუქტი უნიკალური, ქართული ისტორიით, ქართული ისტორიული პერსონაჟებით, უნიკალური ისტორიული ლოკაციით (პეტრას ციხე-სიმაგრის ისტორიული კომპლექსი).

    ფაქტობრივად ჩვენი კომპანიისთვის ეს არის ახალი ეტაპი, ქართული ბაზრისთვის კი ეს არის პირველი პროდუქტი, რომელიც უხვად იყენებს და აცოცხლებს საქართველოს მდიდარი არქეოლოგიის პოტენციალს საქმიანი ტურიზმის სფეროში.

    პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები:

    პროექტის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორია სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, რაც გამოიხატება სააგენტოს თანხმობით პეტრას ისიტორიული კომპლექსის ტერიტორიის დროებით დათმობით პროექტის განხორციელების პერიოდში, აგრეთვე მათი მხრიდან პროფესიონალების (ისტორიკოსების, არქეოლოგების) კონსულტაციების საფუძველზე პეტრას ისტორიაზე ადაპტირებული საავტორო პროექტის შექმნაში. პროექტის განსახორციელებლად, მისი, როგორც ტურისტული MICE პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა. პროექტი „პეტრას განძი“ - ჩვენი კომპანიის გამოწვევა: ჩვენი კომპანიის “კალიფსო თრეველის” მრავალწლიანი გამოცდილებისა და MICE ტურიზმის ინდუსტრიაში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, მივედით იმ ზღვრამდე, როცა თავად გადავწყვიტეთ შეგვექმნა ექსკლუზიური პროდუქტი უნიკალური, ქართული ისტორიით, ქართული ისტორიული პერსონაჟებით, უნიკალური ისტორიული ლოკაციით (პეტრას ციხე-სიმაგრის ისტორიული კომპლექსი). ფაქტობრივად ჩვენი კომპანიისთვის ეს არის ახალი ეტაპი, ქართული ბაზრისთვის კი ეს არის პირველი პროდუქტი, რომელიც უხვად იყენებს და აცოცხლებს საქართველოს მდიდარი არქეოლოგიის პოტენციალს საქმიანი ტურიზმის სფეროში.