აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძo სკოლების პედაგოგები სტუმრობენ.კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის „პედაგოგის დღიურის“ ფარგლებში პედაგოგები სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში არსებულ მატერიალური კულტურის ძეგლებს გაეცნენ (გონიო-აფსაროსი, პეტრა-ციხისძირი, ფიჭვნარი). მოისმინეს ლექციები გონიო-აფსაროსის ციხის ისტორიის და ამ ტერიტორიაზე მიმდინარე კვლევითი სამუშაოების შესახებ. მონაწილეობა მიიღეს არქეოლოგიურ ექსპედიციაში (მოიპოვეს არტეფაქტები, მოახდინეს ნივთების ფიქსაცია, დამუშავება და სხვ).პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი მუზეუმების მონახულება და ფონდებში დაცული არტეფაქტების გაცნობა. პროექტის მიზანია პედაგოგთა კვალიფიციის ამაღლება და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა-პოპულარიზაცია. პროექტი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არის ორგანიზებული.