• EN
  • ge
  • პეტრას ციხის არქეოლოგიური ექსპედიცია - 1 აგვისტო, 2023
    მიმდინარე  წელს განახლდა არქეოლოგიური კვლევა ახ. წ. VI საუკუნის ნაგებობის ჩრდილოეთ საზღვრის დასადგენად. როგორც აღმოჩნდა აღნიშნული შენობა საკმაოდ დიდი ზომისაა, ამდენად, წელს მისი დასრულება ვერ მოხერხდა.
     
    ბიზანტიური ნაგებობის კედელი ორ ადგილას ჩაჭრილი იყო მოგვიანოდ, ოსმალების ციხეში ყოფნის დროს გაკეთებული წყალშემკრები კოლექტორის ორი, კირხსნარით შელესილი და კირქვის დამუშავებული ქვებით.
     
    აღნიშნული შემკრები კოლექტორები ციხის წყალსადინარი ოთხი ტოტიდან გამომავალ წყალს კრებდა და ციხის გარეთ ანაწილებდა.
     
    ციხის ამ უბანზე მიკვლეული არტეფაქტები მეტწილად ორი ეპოქის: ადრეშუასაუკუნეების ( VI საუკუნე) და ოსმალთა ციხეში ყოფნის ეპოქებს უკავშირდება.
     
    ვიმედოვნებთ, რომ მომავალი გათხრებით დავასრულებთ ახ. წ. VI საუკუნის ნაგებობის კონტურების გამოვლენას, შესაბამისად, უფრო არგუმენტირებულად ვისაუბრებთ ნაგებობის როგორც ფუნქციონალურ დანიშნულებაზე, ასევე სხვა, ციხის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ ნაგებობებთან, ქრონოლოგიურ ურთიერთმიმართებაზე.
     
    ექსპედიციის ხელმძღვანელი- არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილი.