აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პეტრას ციხეზე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს.
არქეოლოგიური სამუშაოები ძირითადად მიმდინარეობს ციტადელის შიგნით იმ უბნებზე, სადაც მთავარი საფეხმავლო ბილიკების მოწყობაა დაგეგმილი. გათხრები ტარდება ასევე ციხის ჩრდილოეთ კუთხეში განლაგებულ სამეურნეო ნაგებობების მისადგომებთან, ციხის აღმოსავლეთ კარიბჭისკენ მიმართულ სივრცეზე და სამნავიანი ბაზილიკის შიდა ტერიტორიაზე. ასევე ზუსტდება ბაზილიკის ადრეული ნაგებობის და მოგვიანო პერიოდის მინაშენების კონტურები .
დღეს, არქეოლოგიური გათხრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსმა ზაურ ახვლედიანმა დაათვალიერეს.
სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
ბიუჯეტი-25 000 ლარი