• EN
  • ge
  • ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს - 27 ივლისი, 2024

     აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს ჭვანის-ოთოლთას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გასული საუკუნის 80-იან წლებში ციხის შიდა და გარე ტერიტორიაზე შესწავლილი ნაგებობების როგორც კვლევით, ისე გაწმენდით სამუშაოებს.

     სამუშაოების მიზანია, ციხის მშენებლობისა და ფუნქციონირების, აქ არსებული მარნების, თონეების და სხვა შენობა-ნაგებობების ქრონოლოგიური ჩარჩოების დაზუსტება, სათანადო ფიქსაცია და მათი მომზადება სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოებისათვის

    ოთოლთაც ციხის არქეოლოგიური სამუშაოებისთვის გამოყოფილია 31 000 ლარი.