აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ნიგაზეულის ციხის სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაობა დაიწყო. პროექტის მიხედვით მოხდება ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაცია.
ციხე სავარაუდოდ აგებულია XVII- XVIII საუკუნეებში. იგი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში, ქუფთაღელის სერზე, რომელსაც სხვანაირად ნაბეგვარსაც ეძახიან. ციხის გეგმა არასწორი მართკუთხედის ფორმისაა, ექვსი წრიული ფორმის გოდოლით. ციხე-გალავნის შუა ეზოში სელიმ ხემშიაშვილის ორსართულიანი სახლი მდგარა, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალებს დაუწვავთ და შემდგომ ჯამე აუშენებიათ.