აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და ფინანსური უზრუნველყოფით გამოიცა ნაშრომი: ,,არქეოლოგიური გათხრები პეტრა-ციხისძირში’. ავტორი : დავით მინდორაშვილი;
რედაქტორი: ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი თავამაიშვილი;
ნაშრომი ეძღვნება ციხის ტერიტორიაზე 2016-2017 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ადრეული შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი მასალების პუბლიკაციას. ციხის ტერიტორიაზე ბოლო წლებში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა საინტერესო მასალა, რომელმაც სრულიად ახლებურად გააშუქა პეტრა–ციხისძირის და ზოგადად ეგრისის სამეფოს ისტორიის რიგი საკითხები.
წიგნი განკუთვნილია არქეოლოგების, ისტორიკოსებისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის წარსულით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის