18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ღონისძიება ,,ღამე მუზეუმში’’ გაიმართა.
2024 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემააა: “მუზეუმები განათლებისა და კვლევისათვის“. თემა მიზნად ისახავს: ხაზი გაუსვას მუზეუმების როლს განათლებისა და კვლევის მიმართულებით და ასევე მუზეუმების, როგორც დინამიური საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებაში.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემეცნებითი ფილმის ჩვენება ,,გონიო-აფსაროსის ციხის ისტორიის’’ შესახებ. დასკვნით ნაწილში კი გაიმართება კლასიკური მუსიკის საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ( რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატებმა)
მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს.