70 წლის ისტორიის მქონე მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლე მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაო პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე 1949 წელს დაარსდა, ის წლების განმავლობაში იყო და არის ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე,სადაც არაერთი ნიჭიერი თაობა აღიზარდა.