• EN
  • ge
  • მედიატური - 19 ივლისი, 2024

    აჭარის რეგიონს ტურისტული კომპანიების, ბეჭდური და ელექტრონული მედიის ოცდახუთი წარმომადგენელი, ინფლუენსერი და ფოტოგრაფი ეწვია.
    მედიატურის ფარგლებში სტუმრებმა, პეტრას არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი დაათვალიერეს, იქ მიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებსა და ციხეზე აღმოჩენილი მოზაიკის ფრაგმენტების გაწმენდის პროცესს გაეცნენ.
    ტურის მონაწილეები რეგიონში კიდევ ორი დღე დარჩებიან. მოინახულებენ მაღალმთიან აჭარაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე ხიხანის ციხეს.
    #მედიატური2024
    #კულტურულიმემკვიდრეობა2024