2018 წლის 18 მაისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გონიო-აფსაროსის მუზეუმ - ნაკრძალში ჩატარდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი ,,მე ვარ გიდი’’, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ქ.ბათუმის, გონიოს, ახალსოფლის და სარფის საჯარო სკოლების მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთი დღით მოირგეს გიდის ფუნქცია, თავიანთ თანატოლებს ჩაუტარეს ექსკურსია გონიოს ციხის ისტორიაზე, არქეოლოგიასა და მუზეუმ-ნაკრძალში დაცულ ექსპონატებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები ბაგრატ მანველიძე და ირაკლი თავბერიძე.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში სამუზეუმო ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.