სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სოფ. ქვემო ჩიქუნეთი -ჩიქუნეთის მარანი, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა თხილვანა - თხილვანას ნაეკლესიარი; ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ღორჯომი - ღორჯომის ჯამე)
სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2018 წლის 21 ივნისის №02 /38 ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.