✔️ მეორე დღეა რეგიონს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,Limes Congress 2024” -ის საორგანიზაციო კომისიის წევრები სტუმრობენ.
✔️ვიზიტის ფარგლებში დღეს სტუმრებმა პეტრას ციხე და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.
✔️ შეხვედრა გაიმართა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში. შეხვედრაზე ქ.ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
✔️,,ლიმეს კონგრესი“ 1949 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ტარდება ყოფილი Imperium Romanum (რომის იმპერიის)-ის საზღვრების გავრცელების არეალში. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების და უნივერსიტეტების წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც განიხილავენ რომის იმპერიის სამხედრო სტრატეგიას, საფორტიფიკაციო სისტემების ფუნქციონირების თავისებურებებსა და საერთო ნიშნებს, ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, სამეცნიერო ნოვაციებსა და ა.შ.