ქალაქის მასშტაბით ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე საინფორმაციო დაფების განთავსება გრძელდება. QR კოდის მეშვეობით ბათუმელები და ქალაქის სტუმრები ძეგლის შესახებ ინფორმაციას ქართულ და ინგლისურ ენებზე გაეცნობიან.
სამუშაოები თითქმის დასრულებულია და ჯამში QR კოდი 200-ზე მეტ ობიექტს ექნება. მობილური ტელეფონით კოდის დასკანერების შემდეგ ავტომატურად იძებნება სააგენტოს ოფიციალური ვებ -გვერდი, რომლითაც კონკრეტული ძეგლის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგებაა შესაძლებელი.
სააგენტომ QR კოდები თავდაპირველად სატესტო რეჟიმში, საკუთარი ბიუჯეტით შენობების მცირე ნაწილზე განათავსა, რასაც ტურისტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი მოჰყვა. მოგვიანებით კი ტენდერის გზით მოხდა QR დაფების და მათი განთავსების მომსახურების შეძენა.