მდინარე მაჭახელას "რკინის ხიდსა” და სოფელ რიყეთის ,,საგზაო სახლს" კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა!
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, სსიპ ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს" წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტების შესახებ (მდინარე მაჭახელას რკინის ხიდი; სოფელ რიყეთის საგზაოს სახლი).
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა!