დღეს, აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ სამუშაო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა მინისტრს გასული წლის სააგენტოს საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წლის დაგეგმილი პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვ