• EN
  • ge
  • ხულოში და ქედაში რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა - 15 სექტემბერი, 2022

    ხულოში და  ქედაში  რამდენიმე ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

    სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს“ წარედგინა აღნიშნული ობიექტების:

    • „თამარ მეფის  წყარო“ – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი პირველი მაისი – XI-XIII საუკუნეები;
    • შუა საუკუნეების წყარო – ქედის  მუნიციპალიტეტი, სოფელი კოლოტაური (ჯინისის უბანი)
    • შუა საუკუნეების წყარო – ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ კოლოტაური – განვითარებული შუა საუკუნეები;
    • ახმედ ბეგ ხიმშიაშვილის სახლი – ხულოს მუნიციპალიტეტი, დაბა ხულო,  ტბელ აბუსერისძის ქუჩა N5 – XIX საუკუნის 20-იანი წლები; 
    • „ბეგების სასაფლაო“ – ხიმშიაშვილთა საგვარეულო საძვალე – ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი დეკანაშვილები – XIX საუკუნე 

    შესაბამისი დოკუმენტაცია  ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2022  წლის  14 სექტემბრის  ბრძანებით აღნიშნულ ობიექტებს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.