• EN
  • ge
  • ხინოწმინდის ეკლესიის აღდგენა დაიწყო - 12 სექტემბერი, 2022
    ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოწმინდის მონასტრის აღდგენა დაიწყო და ხინოწმინდობა აღინიშნა.
     
    აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით მონასტრის აღდგენითი სამუშაოები 2022 წლიდან მიმდინარეობს.
     
    ხინოწმინდის ეკლესია IX საუკუნის ძეგლია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საეპისკოპოსო ცენტრი იყო და მისი რეაბილიტაცია განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მქონეა.სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საპატიო ხინოწმინდელები დაჯილდოვდნენ. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
     
    ხინოწმინის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლის ბოლოს დასრულდება.