პროგრამის ფარგლებში პირველ დღეს ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე: ,,ქართული ორნამენტი’’, მოსწავლეებმა მოისმინეს ქართული ორნამენტის წარმოშობის ისტორია, გაეცნენ ორნამენტის სახეობებს, დარგებსა და თანაკვეთებს. დაამზადეს თამარ მეფის ჯვრის ანალოგები. შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა მარინე ითონიშვილმა.
მეორე დღე დაეთმო თემას: ,,პრეისტორია და პრეისტორიული ხანის ე.წ გამოქვაბულის მხატვრობას. ბავშვები გაეცნენ პირველყოფილი ადამიანის მიერ შექმნილ ნახატებს და შეეცადნენ პირველყოფილი მხატვრობიდან შერჩეული ნახატების ასლების დამზადებას. აქტივობას უძღვებოდა ირმა ბერიძე.
საგანმანათლებლო გაკვეთილებს ქ.ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-4 კლასისა (პედაგოგი - მაია იმნაძე) და მატათა მოციქულის სახელობის ფერიის სკოლის მე-5, მე-6 კლასის (პედაგოგი - მარიამ ურუშაძე) მოსწავლეები დაესწრნენ.